ძებნა

Sunday, December 8, 2013

ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია


"გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო"

ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი, 43 წლის გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე, 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში, სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" წა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოჯახს არ­წ­მუ­ნებ­და, რომ გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე რუ­სე­თის აგენ­ტი იყო, შემ­ჩ­ნე­უ­ლი ჰყავ­დათ ტე­რაქ­ტე­ბის მოწყო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და აფხა­ზეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. გო­გი­ტას და ნა­ნა აბუ­ლა­ძე სი­მარ­თ­ლის გარ­კ­ვე­ვის მო­ლო­დინ­შია და გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელის პა­სუხს კითხ­ვა­ზე - ვინ და რა­ტომ გა­აქ­რო მი­სი ძმა?

- ჩე­მი ძმა გო­გი­ტა 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. ცხოვ­რობ­და ანაკ­ლი­ა­ში და მუ­შა­ობ­და სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კო­სად. რო­გორც შემ­დ­გომ­ში შე­ვიტყ­ვეთ, გო­გი­ტა მე­ზო­ბელს და­უ­ნა­ხავს ვერ­ცხ­ლის­ფერ ჯიპ­ში, სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით - OHO - 923. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ეს იყო სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ას მან­ქა­ნა. სას­ტუმ­როს უკა­ნა მხრი­დან შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს და ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა გო­გი­ტა და მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი სა­მი პი­რი. მათ შო­რის ერთ-ერ­თი პაჭ­კო­რია იყო. ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­დეგ გაქ­რა. მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ ძი­ე­ბი­სას თქვა, მე ჩა­მოვ­ს­ვი სას­ტუმ­როს­თა­ნო, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ შე­ნო­ბა­ში. სს საქ­მე აღიძ­რა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ წინ რომ არ წა­ვი­და, ჩვე­ნით ვი­ძი­ებ­დით.

- გა­მო­ძი­ე­ბას რა უთხ­რა პაჭ­კო­რი­ამ, რა­ტომ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი ძმა სას­ტუმ­რო­ში თა­ვი­სი მან­ქა­ნით?- ჩე­მი მე­უღ­ლე და პაჭ­კო­რია ერ­თხანს ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ. იგი ამ­ბობ­და, გო­გი­ტას არ ვიც­ნობ­დიო. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პაჭ­კო­რია ჩარ­თუ­ლი კი არა, უშუ­ა­ლოდ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩე­მი ძმის გაქ­რო­ბით. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ძველ ნივ­თებ­ში ჩა­უ­დია და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ვი­პო­ვეთ. მას­ში ეწე­რა: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად და ამის შე­სა­ხებ იცის მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გვითხ­რეს, რა­ტომ არ გე­ში­ნი­ათ, ამას რომ ამ­ბობთ, ეს ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვიაო. რო­გორც ჩანს, გო­გი­ტამ იცო­და, რა­შიც იყო გა­რე­უ­ლი და რას და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე ჩე­მი ძმა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ალ­ბათ რა­ღა­ცას ელო­და, რა­ღაც იცო­და. ამ წე­რი­ლის წარ­თ­მე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­ვი­ლა­ხეთ, ვის არ გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, წე­რი­ლი გად­მოგ­ვე­ცით, ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში უნ­და ინა­ხე­ბო­დე­სო. თეა წუ­ლუ­კი­ან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წე­რილს ჩა­უ­ტარ­და ექ­ს­პერ­ტი­ზა, მა­ნამ­დე ყრიდ­ნენ ჭო­რებს, რომ ის ჩვე­ნი და­წე­რი­ლი იყო.

No comments:

Post a Comment