ძებნა

Tuesday, December 10, 2013




თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 162-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. სეზონი 16 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ news.ge-ს ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს. 
მათი ინფორმაციით, მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა და ოპერის კოლექტივი აუდიტორიას პირველად კვლავ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, "აბესალომ და ეთერის" მოსასმენად იწვევს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად, მსმენელები ქართულ კლასიკურ ოპერას საკონცერტო შესრულებით მოისმენენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "აბესალომ და ეთერის" შემსრულებელ მომღერლებსაც აკონკრეტებენ: თეიმურაზ გუგუშვილი (აბესალომი), ხათუნა ჭოხონელიძე (ეთერი), სულხან გველესიანი (მურმანი), მარიკა მაჩიტიძე (მარიხი), ირინე ალექსიძე (ნათელა), გია ასათიანი (აბიო მეფე), თამაზ საგინაძე (თანდარუხი), ბაჩანა წირქვაძე (სტუმარი), ელენე ჯანჯალია (ნაანა), ვახტანგ ჯაშიაშვილი (მსახურთუხუცესი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი _ შალვა შაორშაძე) და სიმფონიური ორკესტრი. ოპერა რევაზ ტაკიძის დირიჟორობით აჟღერდება.
"აბესალომ და ეთერი" თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზშიშესრულდება.

No comments:

Post a Comment