ძებნა

Wednesday, January 29, 2014

გიორგი ნატროშვილის 'ოსტატის საიდუმლო'.

გაკვეთილის  თემა
გიორგი ნატროშვილის ,,ოსტსტის საიდუმლო''.
საფეხური დაკლასი
პირველი საფეხური მე–4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
და მასწავლებლების გვარი და სახელი
ქართული ენა /ლალი ბიჩინაშვილი.
მათემატიკა/ქეთევან ზარნაძე 
მოსწავლეთა რაოდენობა
4
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი       
 
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
წაკითხული ტექსტის გააზრება, უცხო სიტყვების ახსნა მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვებით/სინონიმები./ტექსტიდან მოკლე შინაარსის გადმოცემა, კითხვებზე პასუხის გაცემა,საგნის
მოქმედების ან მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვების პოვნა,ზმნის ფუძის მონახვა. 
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ და ინდიკატორები.    –ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი  –წაკითხულის გააზრება, შეფასება, დასკვნების გაკეთება დასაკუთარი აზრის დასაბუთება
.  –მოქმედ პირებთან გასაუბრება.
   –დიალოგზე დაკბირბება.
     –სხვადასხვა დროში თხრობა.
      –საგანთა შორის კავშირის დამყარება(მათემატიკასთან).
      
თანმიმდევრობა / აქტივობებიაქტივობა1.–კითხვისათვის მზადება(6 წუთი)
დაფაზე იწერწბა ხალხური გამონათქვამი:,,თუ შენ დაკარგე ფული–არაფერი დაგიკაეგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა–დაგიბრუნდება,თუ დაკარგე მადლი
ყველაფერი დაგიკარგავს.''
კლასი იყოფა ორ პატარა ჯგუფად.თითოეული თავის
მოსაზრებას გვთავაზაბს. გამონათქვამის ირგვლივ აუცილებელია მოსაზრების დასაბუთება. მასწავლებე–
ლი არ  ერევა მოსწავლეების პასუხებში(ის გეზის  მიმცემია, რათა სწორად წარმართოს დისკუსია და ის არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში).მოსწავლეები იხსენებენ  მაგალითებს ცხოვრებიდან. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება
,,მადლის დალარგვაზე''. ამ ეტაპზე მთავარია არა მარტო მხოლოდ  ჭეშმარიტების ძიება, არამედ –დისკუსიის ხელოვნების თანდათანობით დაუპლებაც:მოსმენა, სხვისი აზრის პატივსცემა, საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება და დასაბუთევა.
აქტივობა2.–ტექსტის კითხვა(შინაარსის რეალიზება)(6წუთი).
მასწავლებელი კითხულობს ტექსტის ოთხ აბზაცს . შემდეგ  კითხვას განაგრძობს  კითხვაში გაწაფული ორი ან სამი  მოსწავლე. შემდეგ განმეორებით კითხვის დროს მოსწავლეების ძალბეთი  იძებნება მათთვის უცხო სიტყვები  და იხსსნება. მმმათივე მონაწილეობით.
დააკვირდებიან  რომელიმე  სიტყვას წინადადებაში და შემდეგ ხდება სიტყვათა  გათვალსაცინოებაზე  მუშაობა, ახლად  ახსნილ  უცხო  სიტყვებს თუ  გამოთქმებს  გამოიყენებენ სხვადასხვა  წინადადებებში.
    ტარდება გამოკრებით კითხვა. მასწავლებლის მიერ  დასმული პირველი დონის კითხვა ახალგაზრდა მხედარს?–,,ვაჟკაცობაუქო ჭაბუკს,მარჯვენა  დაულოცა და შინ გაისტუმრა.''2)–რა შეპასება მისცა  ჭაბუკმა  ოსტატს?–,,ოსტატი კაცისა მარტო ხელი და თვალი  კი არა, ფეხიც ოსტატი ყოფილაო.''–ამის შემდეგ  მეცოდინება , რა მადლი გქონია.''
     აქტივობა3–გეგმის შედგენა(7 წუთი).
მოსწავლეები ტექსტს ყოფენ ნაწილებად და ასათაურებენ(აქტივობების რვეული  დავალება N1)  
            გეგმა:ა)ახალგაზრდა  მხედრის სიხარული
                     ბ)ერეკლე მეფის გაკვირვება.
                   გ)მეომრისა დამჭედლის  შეთანხმება.
                    დ)პირობის შეშლა.
                     ე)მოულოდნელი ხიფათი.
                    ვ)ოსტატის მადლი.
                     ზ)ოსტატის საიდუმლო.
   აქტივობა4.–ორთოეპიასა და ორტოგრაფიაზე მუშაობა(3)
          დაიმახსოვრე, როგორ წარმოითქმის  და იწერება:
  ვაჟკაცობა, ბრძოლის ,ქარქაშში, გაასწორებს,მოგცემ,შეატრლ–შემოატრიალა,გარეთ....
   აქტივობა5–დიალოგზე დაკვირვება(2 წუთი.)
რამდენი ადამიანის  საუბარია  ტექსტში  გადმოცემული(3–მეფის, ჭაბუკის  და ოსტატის.)
    აქტივობა6–(3წუთი)–კითხვითი და ჩახილის წინადადებების  ამოკითხვა
  ,,ხმალს რატომ ქარქაშში არ  აგებ?'(კითხვითსიტყვიანი)
    ,,ერთხელ დაჰკარი ფეხი და ამაში გინდა თუმანი აიღო?''(არაკითხვითსიტყვიანი)
     –აგრე იყოს!
––ამის შემდეგ მეცოდინება რა მადლი გქონია!(მადლიერების    გამომხატველი)
   აქტივობა 7–შეჯამება.
   მოსწავლეები აჯამებენ  რა გაიგეს ახალ გაკვეთილზე.(გაიგეს ოსტატის ფასი მისი საიდუმლო–ოსტატიკაცის მარტოხელი და თვალიკი არა, ფეხიც ოსტატი ყოფილა, მიხვდნენ რა მადლი ჰქონია ოსტატს...)
    აქტივობა8–შეფასება(2წუთი).
  გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი კლასთან ერთად აფასებს რამდენიმე მოსწავლეს,შეფასებისას მასწავლებელი ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:(განმავითარებელი შეფასების ფორმებს).
    1.–პრაქტიკული მუშაობა(ორგანიზებულობა, შემოქმედებითობა, მასალის ფლობა.)
    2–მჯელობა კლასში(აქტიურობა, პარტნიორთან და ჯგუფთან ერთად,კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა).
    3–პრეზენყაცია(საკუთარი აზრის დასაბუთება).
     აქტივობა9–საშინაო დავალება(2წუთი).
      ,,ოსტატის საიდუმლო''. წერითი დავალება N2 გეგმის მიხედვით ტექსტის შინაარსის გადმოცემა(აქტივობების რვეულში–დავალებაN4 ჩაწერა).
 შეფესება                       განმავითარებელი .       
საკლასო მენეჯმენტი სახელმძღვანელო:მაღლაკელიძე–ქართული ენა IV კლასი, დაფა, ცარც

Saturday, January 25, 2014

ვიკიპედია

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. გაშვებული იქნა 2001წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდივიკიმედია.
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელისაავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 80,426 სტატიაა.
ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს ოთხ მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: ნიდერლანდური , გერმანულიშვედურიფრანგულიიტალიურირუსულიესპანური დაპოლონური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, იაპონურივიეტნამურიპორტუგალიური და ჩინურივიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 287 ენაზე მუშავდება.

პროექტის მონაწილენი[რედაქტირება]

პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უელსი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.
ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.

თავისებურებები[რედაქტირება]

ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მის რამდენიმე მთავარენოვან გამოცემაში.
ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.
ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.
წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.

წესები[რედაქტირება]

ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
  • დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.
  • სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს.



ვიკიპედია
Wikipedia-logo-v2.svg
ვიკიპედიის თავფურცელი
ვებ-მისამართიwww.wikipedia.org
საიტის ტიპიინტერნეტ-ენციკლოპედია
რეგისტრაციაარა სავალდებულო
ხელმისაწვდომი ენამრავალენოვანი
მფლობელიფონდი ვიკიმედია
შემქნელიჯიმი უელსი
შემოსავალიარაკომერციული


პოლარული რეგიონები



საიმპერეტორო პინგვინები კარგად არიან ადაპტირებული სიცივეში ცხოვრებას.ისინი არც თუ ის ეკარგად გრძნობენ თავს ხმელეთზე,მაგრამ შესანიშნავად დაცურავენ მარჯვე ფარფლების დახმარებით.დიდი თეთრი დათვები მსოფლიოში ყველაზე დიდი დათვები არიან.მათი სიმაღლე ზოგჯერ, 3,4 მეტრს ხოლო წონა 1000კგ-ს აღწევს.ისინი ადამიანზე ორჯერ უფრო მაღლები და 15-ჯერ მძიმეები არიან.პატარა ბელები დედებთან ერთად თოლქვეშა ბუნაგში ცხოვრობენ.როდესაც მათ სამი თვე შეუსრულდებათ ამოდიან ზემოთ, სადაც დედა ნადირობის ხრიკებს ასწავლის.თეთრი დათვები საუკეთესო მოცურავეები არიან.თეთრ დათვს შეუსვენებლად 100კმ-ის 62 მილის გაცურვა შეუძლია.მართალია თეთრი დათვი გარეგნულად ძალიან საყვარელია,თუმცა იგი შეიძლება იყოს ულმობელიც. ფოცხვერი არქტიკაში ბინადრობს და კატისებრთა ოჯახში ბინადრობს.ზამთარში მისი ბეწვი სქელი და ღია ფერისაა ზაფხულში კი ყავისფერი.ტუნდრაში ბინადარი კურდღელი მსოფლიოში უდიდესი კურდღელია.ზამთარში მისი ბეწვი თეთრია.

Wednesday, January 22, 2014

კაკაოს ხე, შოკოლადის ხე - Theobroma cacao L.



ზოგადი აღწერა
cacoa-ian-maguire-lgშოკოლადის ხე – Theobroma cacao L., ხემაგარასებრნი – Sterculiaceae ოჯახს მიეკუთვნება. 5-7  მ სიმაღლის, მარადმწვანე ხეა, ერთ მეტრამდე სიგრძის, მწვანედ მოლაპლაპე ფოთლებით. ნახევრადქოლგებად შეკრებილი წვრილი ყვავილები მოწითალო – ყვითელია. ყვავილების განთავსება ჩვენებურ მცენარეებს არ ჰგავს, ისინი უცნაურად გამოდიან ღეროების ამონაყრიდან და ტოტებიდან.
ნაყოფი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის კოლოფია, რომელშიც 50-მდე თესლი, კაკაოს მარცვლებია განთავსებული. თითოეული ხე, 5-7 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. თესლები ოვალურია, 3 სმ სიგრძის, შეზნექილი, თავდაპირველად დაფარულია თხელი აბსკით, მის გარეთ კი – გამერქნებული საბურავით.
გავრცელება
შოკოლადის ხის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ტროპიკული ტყეების მცენარეა. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. უყვარს სითბო; +12 გრადუსზე მცენარე სიცივისაგან იღუპება.
ჩვენში მისი კულტივირება მხოლოდ ოთახის მცენარედაა შესაძლებელი. თბილისში იგი იყიდება, როგორც ოთახის მცენარე. შოკოლადის ხის თბილისში გავრცელებული ფორმა, სპეციალური “დეკორატიული” ფორმაა, განსაკუთრებით დიდი ფოთლებით. ეს ფორმა ევროპაშია გამოყვანილი.
ნედლეული
ნედლეულია კაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao და უშუალოდ კაკაოს თესლი – Semen Cacao.
CacaoTreeკაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao, რომელსაც კაკაოს ნაყოფებიდან ღებულობენ. ნაყოფებს ზოგგან ორჯერ, ზოგან კი მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრობის პროცესს. იგი სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაა. მისი არსი შემდეგშია: ნაყოფს აწყობენ ფერმენტაციისათვის. ამ პროცესში იცვლება თესლის გემო, შეფერილობა, შემადგენლობა. მწარმოებელ ქვეყნებში ამ პროცესის მართვა ხელოვნებადეა აყვანილი და მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებს ანდობენ. თესლებს აგროვებენ მრავალი გვარის მცენარიდან. მედიცინაში უფრო ფასობს – Theobroma cacao L.,   Th. pentagona Bernoulli და Th. bicolor Humb; არსებობს სპეციალური საცხიმე ჯიშები.
ცხიმს იყებენ მაღალი წნევის ქვეშ. კაკოს ცხიმი სწრაფად მყარდება. მისი ლღობის ტემპერატურა 34-370C-ია. ცხიმი მოყვითალო, სასიამოვნო სუნის მასაა.
კაკაოს თესლი – Semen Cacao
ქიმიური შედგენილობა
შოკოლადის ხის  თესლი შეიცავს: გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავს, ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო- და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, მყარ ცხიმს 50-55%, ნახშირწყლებს, პურინულ ალკალოიდებს, სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, ცილებს და სხვ.კაკაოს თესლში, სხვა  მეტად მნიშვნელოვანია პურინული ჯგუფის ალკალოიდების არსებობა. ალკალოიდების ჯამში – 2–3%, თეობრომინზე მოდის 0,75– 1,16% კოფეინზე – 0,35%. [9]
teobromini
[9]: “ცხიმი შედგება ოლეინის (43%), სტეარინის (34%), პალმიტინის (25%), ლინოლის (2%), ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ცხიმის იოდის რიცხვია 27-42, გამყარების ტემპერატურა 20-270, მჟავური რიცხვი 2, 25.”
Theobroma_cacao
გამოყენება
კაკაოს ცხიმი ფარმაციაში ძირითადად ფუძეებად გამოიყენება. დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში
კაკაოს ფართო გამოყენება აქვს, როგორც საკვებ პროდუქტს. [9]: ფარმაკოლოგიური მოქმედებით, ისევე როგორც ქიმიური შენებით, კოფეინთან ახლოსაა თეობრომინი. ის ამჟღავნებს მასტიმულირებელ მოქმედებას გულის მუშაობაზე, აგანიერებს კორონალურ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, მაგრამ კოფეინზე უფრო სუსტია. თეობრომინი ამავე დროს
theobroma_cacao
არის მეტად ეფექტური დიურეტული საშუალება. უშვებენ ფხვნილისა და ტაბლეტების სახით. შედის პრეპარატებში: თემინალში, თეოვერინსა და თეოდიბავერინში. ალკალოიდებს და მის კომბინირებულ პრეპარატებს ინახავენ სია B-თი. პურინული ალკალოიდების და განსაკუთრებით კოფეინის შემცველობა განაპირობებს შოკოლადის და სასმელი კაკაოს მაღალეფექტურობას, კალორიულობას და აქედან გამომდინარე, მათზე დიდ მოთხოვნილებას.
ლიტერატურა
1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health   Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის   მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005                                   

Friday, January 10, 2014

Adobe Photoshop CS5.1 Extended 12.1.0 ( ENG/RUS)

დასახელება: Adobe Photoshop CS5.1 Extended 12.1.0
წელი: 2010
შექმნელი: Adobe
პლატფორმა: Windows® 2000/XP/Vista/7
ინტერფეისის ენა: ინგლისური, რუსული
აქტივაციას: არ საჭიროებს
ფაილის ზომა: 1,56 Gb
Adobe Photoshop CS5.1 Extended  კომპანია Adobe წარმოადგენს დიდ და ერთერთ უძლიერეს კომპანიას მსოფლიოში, რომლის ყველაზე პოპულარული პროგრამაა გრაფიკული რედაქტორი Adobe Photoshop. კომპანია Adobe Systems Incorporated (Nasdaq:ADBE) წელს შექმნა პროგრამის უახლესი ვერსია Adobe® Photoshop® CS5 და Photoshop CS5 Extended. პროგრამის გამოცემით კომპანია აგრძელებს ინოვაციის და ლიდერობის მდიდარ ისტორიას, ის თავაზობს მომხმარებლებს რევოლუციურ ფუნქციონალურობას მწარმოებლურობის ასამაღლებლად და შემოქმედებითი პროცესის ოპტიმიზაციისათვის. ახალ ვერსიაში დამატებულია Adobe Labs-ის უფრო მეტი ტექნოლოგიური მიღწევები, ვიდრე სხვა ვერსიის პროგრამულ უზრუნველოფაშია. ამასთანავე წარდგენილია ფუნქციონალურობა ყოველდღიური დავალებების ამოსახსნელად, Photoshop-ის მომხმარებლების გაერთიანებული მოთხოვნით. ახალი პროდუქტი ფლობს განვითარებულ ლოგიკურ ფუნქციონალურობას, გამოსახულების შინაარსის ცნობის შესაძლებლობით და საშუალებას იძლევა მაუსზე რამოდენიმეჯერ თითის დაწკაპუნებით, შეასრულოთ რთული მანიპულაციები.


სისტემური მოთხოვნილებები:
 -ოპერაციული სისტემა: 32 ბიტიანი Microsoft® Windows® XP Service Pack 3; Windows Vista® Home Premium, Business, Ultimate ან Enterprise Service Pack 1 (რეკომენდირებულია Service Pack 2) ან Windows 7
 -პროცესორი: Intel® Pentium® 4 ან AMD Athlon® 64
 -ვიდეო კარტა: 256 მბ. მონიტორის რეზოლუციით 1024×768 (რეკომენდირებულია 1280×800), OpenGL 2.0 მხარდაჭერით
 -ოპერატიული მეხსიერება: 1 გბ.
 -GPU-ს რამოდენიმე ფუნქცია გრაფიკის ასასწრაფებლად საჭიროებს Shader Model 3.0 ან OpenGL 2.0-ს
 -პროგრამული უზრუნველყოფა QuickTime 7.6.2, აუცილებელია მულტიმედიური ფუნქციებისათვის
 -თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1 გბ.





Wednesday, January 8, 2014




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის ფორუმი გაიმართა თემაზე „ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“.

ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების დახმარება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში, რეკომენდაციების გაწევა ბაღებისა და სკოლამდელი განათლების ცენტრების მართვისა და ფუნქციონირების ეფექტურობისათვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები სკოლამდელი განათლების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობების, სამომავლო პრიორიტეტებისა და საქმიანობების შესახებ.

იაშვილის კოლინიკაში მყოფ მოზარდებს ახალი წელი მიულოცეს

,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება ხორციელდება. მოზარდებთან, ჰოსპიტალთან ახლომდებარე 147-ე საჯარო სკოლიდან კლინიკაში დადიან პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს შესაბამის გაკვეთილებს უტარებენ.

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, 147-ე საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა მოზარდებს გამოჯანმრთელება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ სულ მოკლე დროში ისინი მშობლიურ სკოლასა და საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ”მძიმე ქრონიკული დაავადების (ლეიკემიით დაავადებული) მქონე ბავშვების სტაციონარულ პირობებში შინ სწავლებით უზრუნველყოფა” მიზანია ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და მოზარდების ჩართვა სასკოლო პროგრამაში, რათა მკურნალობის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების სოციუმში ინტეგრაცია.

პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იაშვილის კლინიკაში მოეწყო სპეციალური სასწავლო ოთახი, რომელიც შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით აღიჭურვა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 147-ე საჯარო სკოლის 6 პედაგოგი 2013-2014 სასწავლო წლიდან რეგულარულად დადის და ლეიკემიით დაავადებულ 30 სხვადასხვა ასაკობრივ მოსწავლეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ გაკვეთილებს, მულტიდისციპლინურ გუნდთან და კლინიკის ფსიქოლოგებთან ერთად უტარებს. პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების რეაბილიტაცია, რათა საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.

განათლების მინისტრმა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დამდეგი ახალი წელი მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის №202 სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. მინისტრმა მომავალი 2014 წელი განსაკუთრებულად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს მასშტაბით 8 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში სწავლასთან ერთად, ცხოვრობენ კიდეც. ამ მოზარდებისთვის კომფორტული სასწავლო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, შესწავლილი იქნა თითოელი სკოლა-პანსიონის საჭიროებები საყოფაცხოვრებო ნივთებსა და აუცილებელ ტექნიკაზე. წინასაახალწლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რვავე სკოლა-პანსიონის საჭიროებები დააკმაყოფილა და ყველა ის ნივთი და ტექნიკა შეიძინა, რაც კონკრეტული სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, 202-ე სკოლა-პანსიონს მათთვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და კომპიუტერები პირადად გადასცა.

საქართველოს მასშტაბით ერთადერთ, უსინათლო და სუსტადმხედველ მოსწავლეთა 202-ე სკოლა-პანსიონში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან.
დათო ტურაშვილის პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. დღეს მწერლის ბიბლიოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია "კატმანდუ" (1998), "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), მოთხრობების კრებული "მერანი", "მოთხრობები", "მარტოობის დღესასწაული", "ჩემი ირლანდიელი პაპა", "მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო", "ტიბეტი არ არის შორს", "ჩაძირული ქალაქის ღამე", "ალტერნატივა", "შავი კეტები", "იყო და არა იყო რა", "გურჯი-ხათუნი", "ჯინსების თაობა", "მეცამეტე", "ამერიკული ზღაპრები". დათო ტურაშვილის ნაწარმოებები დღეს მსოფლიოს შვიდ ენაზეა თარგმნილი.

"ერთხელ ერთმა უცნობმა მკითხველმა პირდაპირ ქუჩაში გამაჩერა და მთხოვა, დამეწერა ჩემი ძველი რომანის, „ჩაძირული ქალაქის ღამის", გაგრძელება. თხოვნა შევასრულე და დავწერე ახალი წიგნი, რომელსაც "ამერიკული ზღაპრები" ჰქვია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ უცნობ მკითხველს, რომელმაც ბავშვობაში დამაბრუნა და ჩემს პირველ სიყვარულზე წიგნი დამაწერინა", - ამბობს დათო ტურაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში, ჩვენთან საუბრისას კი დასძენს:

- ბავშვობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვშორდები. დიდი ხანია ვფიქრობ რომანზე, რომლის დაწერაც ვერ მოვახერხე, მაგრამ რომელშიც ძალიან მინდა აღვწერო ბავშვობა და ჩემი მოწაფეობის პერიოდი, საიდანაც უამრავი ამბავი გამომყვა და დღემდე არ მასვენებს.

- დავით, როგორი მოსწავლე იყავით, რა მოგწონდათ და რას აპროტესტებდით ბავშვობაში?

- კარგი მოსწავლე ვიყავი. ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც არ მომწონდა. ჩემი კლასელი იყო აკა მორჩილაძე და უკვე მეხუთე კლასში გამოვცემდით დამოუკიდებელ ხელნაწერ გაზეთს.

- წერა ბავშვობიდან დაიწყეთ?

- როგორც კი წიგნებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ვიგრძენი, მწერლებისადმი ინტერესიც გამიჩნდა. მწერალი იმთავითვე ყველაზე დიდ და ყველაზე კეთილ ჯადოქრად მიმაჩნდა. თუმცა ცოცხალმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ხელი რომ ჩამომართვა და გამიღიმა, უკვე თხუთმეტი წლისა გახლდით. იმ დროს უკვე ვწერდი. ჩემ გვერდით, იმავე მერხთან, სადაც მე ვიჯექი, ასევე ადრეული ასაკიდან წერდა თავის მოთხრობებს აკა მორჩილაძე.

ჯერ კიდევ მოწაფეები ვიყავით, როცა იმ დროს არსებული ორი თუ სამი ლიტერატურული ჟურნალიდან ერთ-ერთს მივადექით ჩვენი ნაწერებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხრობები მაშინ არ დაბეჭდეს. მერე, მახსოვს, გიო ახვლედიანმა იმ რედაქციაში დარეკა და ძალიან მწარედ ეხუმრა კიდეც მათ. ჩემი მოთხრობების პირველი ქება კი ბატონი რეზო ინანიშვილისგან მოვისმინე და მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ასეთმა მწერალმა თვითონ დაგვირეკა შინ და დედაჩემს გახარებულმა უთხრა, ძალიან ნიჭიერი შვილი გყავთო. იმ ასაკში ნებისმიერისთვის დიდი სტიმული იქნებოდა ასეთი რამ და, ცხადია, ჩემთვისაც იყო. იმ პერიოდიდან კიდევ ის მახსოვს კარგად, როგორ ვიგრძენი ერთხელ, შუაღამისას, ჩვიდმეტი წლისამ (პირველი რომანის წერისას), რომ ყველა, ვინც იმ ღამით რამეს წერდა მთელ დედამიწაზე, ჩემი ახლობელი იყო. ახლაც ასე მგონია...

- საყვარელი მასწავლებელი თუ გყავდათ?

- სკოლაში ბევრი კარგი მასწავლებელი გვყოლია, მაგრამ ჩვენი კლასის დამრიგებელი ქეთინო ხაბულიანი ნამდვილი მოვლენა იყო. ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე და არა ის, ვინც სხვა სამსახური ვერ იშოვა და ამიტომ სკოლაში დაიწყო მუშაობა. მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლის პედაგოგი, მაგრამ ერთხელ ჩემი მეუღლის ნაცვლად ჩავუტარე გაკვეთილი მესამეკლასელებს და მეათე წუთზე მივხვდი, რომ ამაზე რთული პროფესია არ არსებობს. მას შემდეგ დაჟინებით ვიმეორებ, რომ ყველაზე კარგი ანაზღაურება მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

- თქვენს შემოქმედებაში თუ აისახა ეს თემა?

- ნაწილობრივ აისახა მოთხრობებში, ყველაზე მეტი ადგილი კი მას დაეთმობა ჩემს წიგნში „თექვსმეტ წლამდე აკრძალულია".

- თქვენ ლონდონის და მადრიდის უნივერსიტეტებში სწავლობდით. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული, ინგლისური და ესპანური განათლების სისტემა, იქაური მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლისადმი დამოკიდებულება?

- ყველაზე თვალში საცემია განსხვავება სტუდენტებს შორის. საქართველოში უნივერსიტეტებისკენ დღემდე მიიწევენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც სწავლა არ უნდა, მაგრამ მიზეზთა გამო მაინც სურს სტუდენტობა. ევროპაში კი სტუდენტები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვისაც სურს და შეუძლია სწავლა და ეს დანამდვილებით იცის. საბედნიეროდ, საქართველოშიც არიან ახალგაზრდები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას და რატომ სწავლობენ.

- ვიცი, რომ ძალიან განიცდით ადამიანის წიგნთან დაშორებას. რატომ უნდა იკითხოს ადამიანმა წიგნი? რა უნდა გააკეთონ მშობელმა, მასწავლებელმა, რომ ბავშვი არ დაშორდეს წიგნს?

- არაფერი ისე არ ამდიდრებს ადამიანს გონებრივად და სულიერად, როგორც წიგნი. უწიგნურობა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის სიახლე ჩვენთვის, რადგან საქართველოში ამ მხრივ საბჭოთა დროსაც მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა მაშინ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ნებისმიერ ქართველს ჰქონდა. მთავარი დიპლომი იყო და არა განათლება. არასაკმარისი წიგნიერებისა და არასაკმარისი განათლების შედეგებს კი ახლა ვიმკით. არადა, წიგნები მრავალათასიანი ტირაჟებით გამოიცემოდა და ხალხიც ყველაფერს ყიდულობდა. ჩემი საბჭოური ბავშვობიდან კარგად მახსოვს ოჯახებში წიგნებით გამოტენილი თაროებიც, საიდანაც მხოლოდ მაშინ ჩამოიღებდნენ ხოლმე წიგნს, როცა მტვერი უნდა გადაეწმინდათ. ამიტომაც მგონია, რომ მკითხველი კი არ შემცირდა საქართველოში (როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე), არამედ წიგნის მყიდველი. შეუძლებელია, ადამიანს კითხვა უყვარდეს და მერე გადაიყვაროს. წიგნი ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერია, გამოსწორებული ნარკომანი კი სულ ორი ვიცი მთელ საქართველოში.

- ახალგაზრდების წიგნისგან დაშორებას ხშირად კომპიუტერისადმი ზედმეტი მიჯაჭვულობით ხსნიან.

- კომპიუტერი არ არის წიგნის ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ის თანამედროვე ყოფის უკვე აუცილებელი ატრიბუტია. მეც ვარ ინტერნეტის მომხმარებელი და კარგა ხანია, აღარც ხელით ვწერ და აღარც საბეჭდ მანქანს ვიყენებ, მაგრამ ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ადამიანს წიგნს ვერ დაავიწყებს და ჩემი პატარა ლეპტოპიც სწორედ იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი წიგნის დაწერა მოვასწრო. ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია, რასაკვირველია, ძალიან ამარტივბს ინფორმაციის მიღებას, მაგრამ წიგნს, როგორც ადამიანის მთავარ გონებრივ და სულიერ საზრდოს, ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

- რამდენად დაფასებულია მწერალი?

- მწერლობა ყველგან რთულია, მათ შორის - საქართველოშიც, იმიტომ რომ წერა თავისთავად ტიტანური შრომაა. რაც შეეხება დაფასებას, ერთადერთი დამფასებელი და შემფასებელიც ჩემთვის მკითხველია და ამ მხრივ მე სასაყვედურო არ უნდა მქონდეს, რადგან ჩემმა წიგნებმა გაყიდვების თვალსაზრისით ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოში.

- თავად თქვენი საყვარელი მწერალი ვინ არის?

- ბევრი საყვარელი მწერალი მყავს და ბევრ წიგნსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე. მაგრამ წიგნი, რომელიც, სადაც უნდა მივდიოდე, მუდამ თან დამაქვს, "ვეფხისტყაოსანია". ეს არის 1966 წლის მომცრო ფორმატის გამოცემა, რომლისთვისაც ილუსტრაციები ლადო გუდიაშვილმა დახატა. ჯიბეშიც მეტევა და ძალიანაც მიყვარს. მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველებს ემიგრაციაში, როგორც ცნობილია, ქართული მიწა მიჰქონდათ, მე კი მიწის ნაცვლად "ვეფხისტყაოსანი" მიმაქვს და თვითმფრინავშიც მშვიდად ვარ - თვითმფრინავი რომც ჩამოვარდეს და ყველაფერი დაიბუგოს, ჩემს გვამს მაინც ამოიცნობენ, რადგან, მოგეხსენებათ, "ვეფხისტყაოსანი" არ იწვის - საუკუნეების განმავლობაში წვავდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლეს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

წყარო: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი

Tuesday, January 7, 2014

SCANA Truck Driving Simulator

ინფორმაცია თამაშზე:
სახელი: Scania Truck Driving Simulator
გამოშვების წელი: 2012
ჟანრი: Racing / Simulator / 3D
მწარმოებელი: Excalibur Publishing
გამომშვები: SCS Software
პლატფორმა: PC
გამომცემლობის ტიპი: Repack
ინტერფეისის ენა: ინგლისური , რუსული
გახმოვანება: ინგლისური
წამალი: არ სჭირდება

აღწერა:
დარწმუნდით თქვენს შესაძლებლობებში უახლესი სიმულატორის Scania Truck Driving Simulator სატვირთო მანქანების მართვაში! მიიღეთ შეკვეთები,შეადგინეთ მარშრუტები, რათა შეაგროვოთ ფული და აიმაღლოთ თქვენი რეპუტაცია. არ დაგავიწყდეთ, რომ თვენი კონკურენტები არ თვლემენ, გაააკეთეთ ყველაფერი, რათა გახდეთ საუკეთესო.

სისტემური მოთხოვნილებები:
» ოპერატიული სისტემა: Microsoft Windows XP / Vista / 7
» პროცესორი: Dual Core 2,4 ГГц
» ოპერატიული მეხსიერება: 1.5 GB
» ვიდეო კარტა: 256 MB
» ადგილი მყარ დისკზე: 2 GB

სათამაშოდ ჯერ გაუშვით "Scania.Truck Driving Simulator.(KeyGen)" და შემდეგ "Scania.Truck Driving Simulator.v 1.5.0"





დატესტილია? კი (100%)



გადმოსაწერი ლინკები
ზომა:1.18 GB
     Scania Truck Driving Simulator.v 1.5.0 (RUS, ENG, Multi33) [Repack] от Fenixxallshares.ge





თამაშის პოსტერები
  
  
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება:Cake Shop 1-2-3
ჟანრი:For Girls
შემქმნელი და გამომცემელი:Nevosoft
პლათფორმა:PC
ინგლისური:ENG
წამალი:არ სჭირდება

აღწერა:
ეს არის Cake Shop 1 - 2 - 3 ანტოლოგია.
თამაში განკუთვნილია გოგოებისთვის.
 



დატესტილია? კი (100%)




გადმოსაწერი ლინკები
ზომა:133 Mb
     Cake Shop 1 - 2 - 3 Cake shop
2. Cake Shop 1 - 2 - 3 Cake Shop 2
3. Cake Shop 1 - 2 - 3 Cake Shop 3




თამაშის პოსტერები