ძებნა

Wednesday, January 8, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის ფორუმი გაიმართა თემაზე „ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“.

ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების დახმარება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში, რეკომენდაციების გაწევა ბაღებისა და სკოლამდელი განათლების ცენტრების მართვისა და ფუნქციონირების ეფექტურობისათვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები სკოლამდელი განათლების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობების, სამომავლო პრიორიტეტებისა და საქმიანობების შესახებ.

No comments:

Post a Comment