ძებნა

Wednesday, January 8, 2014

განათლების მინისტრმა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დამდეგი ახალი წელი მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის №202 სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. მინისტრმა მომავალი 2014 წელი განსაკუთრებულად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს მასშტაბით 8 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში სწავლასთან ერთად, ცხოვრობენ კიდეც. ამ მოზარდებისთვის კომფორტული სასწავლო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, შესწავლილი იქნა თითოელი სკოლა-პანსიონის საჭიროებები საყოფაცხოვრებო ნივთებსა და აუცილებელ ტექნიკაზე. წინასაახალწლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რვავე სკოლა-პანსიონის საჭიროებები დააკმაყოფილა და ყველა ის ნივთი და ტექნიკა შეიძინა, რაც კონკრეტული სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, 202-ე სკოლა-პანსიონს მათთვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და კომპიუტერები პირადად გადასცა.

საქართველოს მასშტაბით ერთადერთ, უსინათლო და სუსტადმხედველ მოსწავლეთა 202-ე სკოლა-პანსიონში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან.

No comments:

Post a Comment