ძებნა

Tuesday, January 7, 2014

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი1969თბილისი) — საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლიდან.ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი


ბიოგრაფია[რედაქტირება]

გიორგი მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი).[1] მუშაობდა: 1992-1995 წლებში ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; [1]1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში.[2] ხოლო 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი -პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.
2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.[3]

პოლიტიკა[რედაქტირება]

2011 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა[4]. არჩევნებში მონაწილეობის გამო გიორგი მარგველაშვილმა დატოვა მინისტრის პოსტი 2013 წლის 18 ივლისს. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.[5] მისი ჰობია სეირნობა და ცხენოსნობა. ჰყავს ქალიშვილი ანა (დ. 1993), რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. მისი მეგობარი ქალია მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა.[6]


გიორგი მარგველაშვილი
Standard of the President of Georgia.png

საქართველო საქართველოს მე-4 პრეზიდენტი საქართველო
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ნოემბერი 2013
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიმიხეილ სააკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი2012 – 18 ივლისი2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიხატია დეკანოიძე
მემკვიდრეთამარ სანიკიძე

დაბადებული4 სექტემბერი1969
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილებიანა მარგველაშვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფილოსოფოსი
ხელმოწერაMargvelashvili Signature.svg

გიორგი მარგველაშვილი

No comments:

Post a Comment