ძებნა

Tuesday, December 24, 2013

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი1956ჭორვილასაჩხერის რაიონისაქართველოს სსრ) — ქართველი[2]ბიზნესმენიმეცენატი და პოლიტიკოსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში[3], ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი[4].

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კიკომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.

აქტივები, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობა

ივანიშვილის სრულ ან წილობრივ საკუთრებაშია: უძრავი ქონებისა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“, სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“, „იმპეკსბანკი“, „ინტერფინდ ტრეიდი“, „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი“ რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმროები „მინსკი“ და „ცენტრალური“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“; საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“.
ივანიშვილის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი-2“-ის მშენებლობა, მარჯანიშვილისა დარუსთაველის თეატრების რეკონსტრუქცია, ტელეკომპანია „მე-9 არხი“, და ა.შ.

პოლიტიკური მოღვაწეობა

2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.[5] 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა.[6] 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.[7] 17 ნოემბერს მან საქართვეოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.[8]
2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: საქართველოს რესპუბლიკური პარტიაჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიეროვნული ფორუმი.[9][10] მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.[11] ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[12]
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და მიიღო 85 მანდატი 150-დან. არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.[13] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველო
საქართველო
საქართველოს მე-10
პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი2012 – 20 ნოემბერი2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიივანე მერაბიშვილი
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული18 თებერვალი1956 (57 წლის)
ჭორვილასაჩხერის რაიონი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
მეუღლეეკატერინე ხვედელიძე
შვილებიუტა
ბერა
გვანცა
ცოტნე[1]
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერაIvanishvili signature (new).png

No comments:

Post a Comment