ძებნა

Sunday, December 8, 2013

- რა­ში იყო გა­რე­უ­ლი გო­გი­ტა, რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ?


- ბო­რი­სოვს მარ­ტო ჩე­მი ძმა კი არა, მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­შ­ვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზა იყო ანაკ­ლი­ა­ში და 2008 წლამ­დე და ტე­რაქ­ტე­ბამ­დე მას ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მხო­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მე­რე გა­ვი­გეთ, რომ 2006 წელს გო­გი­ტა უშიშ­რო­ე­ბა­ში და­უ­ბა­რე­ბი­ათ, კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა (რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს) გია კან­კი­ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ უშუ­ა­ლოდ მან შექ­მ­ნა გო­გი­ტა­ზე კომ­პ­რო­მა­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რას გუ­ლის­ხ­მობ­და. გო­გი­ტას ჯა­შუ­შო­ბაც და­აბ­რა­ლეს, სას­ტუმ­რო­ში ყუმ­ბა­რის და­დე­ბაც. 2012 წლის 19 იან­ვარს სო­ფელ დარ­ჩელ­ში, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბი ნა­ხეს და ესეც გო­გი­ტას და­აბ­რა­ლეს. რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, გა­მოჩ­ნ­და ამის გამ­კე­თე­ბე­ლი კა­ცი, ვინ­მე აფა­ქი­ძე, იგი პო­ლი­ცი­ას­თან იყო შეკ­რუ­ლი. ჩე­მი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 
ერთ კვი­რა­ში იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, თით­ქოს აფხა­ზე­ბის 15-20-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გან­მუ­ხურ­ში, საზღ­ვარ­ზე თავს და­ეს­ხა ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­გუ­შა­გოს და მათ თურ­მე გო­გი­ტა უძღო­და წინ. ორ­თ­ვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ჯე­რებ­დ­ნენ, რომ ჩე­მი ძმა რუ­სე­ბის აგენ­ტი იყო და აფხა­ზეთ­ში გა­იქ­ცა. 2006 წლი­დან ამ­დე­ნი თუ იცოდ­ნენ მას­ზე, მა­შინ რა­ტომ და­აწყე­ბი­ნეს იმ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი კვი­რა­ში 3-4-ჯერ და­დი­ო­და? სა­ეჭ­ვო და არა­სა­ი­მე­დო პირს არ მის­ცემ­დ­ნენ იქ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გო­გი­ტა, რომ იტყ­ვი­ან, რენ­ტ­გენ­ზე გა­ა­ტა­რეს და ისე მი­ი­ღეს. მით უმე­ტეს, რომ ის სას­ტუმ­რო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბის სას­ტუმ­რო და მა­თი ბუ­დე იყო. 19 იან­ვარს, ანუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, სას­ტუმ­რო­ში ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­სი ხალ­ხი მო­ვი­და ჯი­პე­ბით, ერთ ოთახ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ყვე­ლას ეს­მო­და ვა­ნოს ღრი­ა­ლი: რა­ტომ და­კარ­გეთ ასე­თი კა­ცი? ჩემს ძმას გუ­ლის­ხ­მობ­და. გოგიტა მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. 18 იან­ვ­რის 12 სა­ა­თი­დან იკარ­გე­ბა მი­სი კვა­ლი, გო­გი­ტა სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. გაქ­ცე­უ­ლი რომ იყოს, ხმას მა­ინც მოგ­ვაწ­ვ­დენ­და. ვა­პი­რებთ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნოთ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ. 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/92070-qyvelas-esmoda-merabishvilis-ghrialiq-gauchinarebuli-anakliis-mkvidris-istoria.html#ixzz2mssa7Qwi

No comments:

Post a Comment