ძებნა

Friday, November 15, 2013

როგორ ავირიდოთ შემოდგომის დეპრესია?

Fall-Leaves-HD-Wallpaper
შემოდგომის დადგომით გამოწვეული ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს მდგომარეობა შესაძლოა დეპრესიაშიც გადაიზარდოს. თუ შენც გიყვარს ზაფხული, მზე, სითბო და საშინლად ცუდ განწყობაზე გაყენებს მოახლოებული ფოთოლცვენა, თან არ იცი როგორ აიცილო თავიდან საშემოდგომო დეპრესია, ვფიქრობთ, ეს სტატია დაგეხმარება. დეპრესიას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:
  • კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. სითბოსმოყვარული ადამიანისთვის აუტანელია სიცივე, ქარი, წვიმები.
  • ადამიანთა უმეტესობა ზაფხულში ისვენებს, შემოდგომაზე კი ყველა ისევ სამსახურსა და რუტინულ რეჟიმს უბრუნდება. მომავალ ზაფხულს მთელი ერთი წელი უნდა ელოდო. ამაზე ფიქრი ასევე ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზე.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი წარმოგენა აქვს ადამიანს შემოდგომაზე: ხშირ შემთხვევაში, წელიწადის ეს დრო ასოცირდება სიცივესთან, ცუდ განწყობასა და მზის მონატრებასთან. მსგავსი ნეგატიური წარმოდგენა, რა თქმა უნდა, საშემოდგომო დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს.

დეპრესიის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი:

  • შემოდგომით ორგანიზმი განიცდის “სინათლის ნაკლებობას”, ამიტომ სახლი ან ის ადგილი, სადაც ხშირად იმყოფები, რაც შეიძლება მეტად გაანათე.
  • ეცადე შეცვალო შენი ნეგატიური წარმოდგენა შემოდგომის შესახებ, დაფიქრდი იმაზე, რომ პოზიტიური ემოციების, სიხარულის მოტანა ზაფხულის გარდა სხვა დროებსაც შეუძლია. წარმოისახე შემოდგომა ცხოვრების ახალ ეტაპად, რომელიც დადებით ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს საუკეთესო დროა ახალი იდეების რეალიზებისა და ახალი ნაბიჯების გადადგმისთვის.
  • თუკი გაქვს საშუალება მომავალი ზაფხულის მოსვლამდე წახვიდე რომელიმე თბილ ქვეყანაში, უმჯობესია წახვიდე. ასე უფრო “გაუმკლავდები” შემოდგომასა და მოახლოებულ ზამთარს.
  • დაკავდი რამე საქმით, თუ უკვე დაკავებული ხარ – მთლიანად ჩაეფალი მასში. გაიჩინე ახალი ჰობი, მონახე საკუთარი თავის რეალიზების ახალი საშუალება (რაც აქამდე არ გამოგიცდია), გაატარე დრო საინტერესოდ.
  • მიაქციე ყურადღება კვების რაციონს: ის დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს. ზოგადად, ეცადე ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვე.
  • აუცილებლად იკითხე Pink.ge
და ბოლოს, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ფერადი ფოთლების, არომატული ჩაის, კომფორტული სვიტერებისა და გრძელი წინდების დრო?! :)

No comments:

Post a Comment